ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სერია A-მ კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია და ამით გაკვირვებული არავინ დარჩება, ყველა მაინც ოფიციალურ განცხადებას ელის.

ცოტა ხნის წინ, სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა „კვარას“ ტრანსფერი დაადასტურა. ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელად არის დარეგისტრირებული და ამას legaseriea-ს ვებ გვერდზეც ვხედავთ.

როგორც ცნობილია, ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 5-წლიანი იქნება.

დღეს, ასევე კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემამ Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა და მისი „ნაპოლიში“ ჩასვლის დეტალები გაასაჯაროვა.

„ყაზანის რუბინისა და ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი, ტორონტოში წასულ ინსინიეს ნაპოლიში დღეიდან შეცვლის. ქართველი ოთხშაბათს კასტერ ვოლტურნოში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი პარასკევს საწვრთნელ ბაზას ეწვევა. ახალი სეზონიდან კვარაცხელია ირვინგ ლოზანოსთან ერთად ორივე ფლანგზე მონაცვლეობით თამაშს შეძლებს“.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ წინასასეზონო სამზადისს 8 ივლისს Dimaro-Folgarida-ს საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს და იქ 19 ივლისამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წლის მუნდიალზე ნახევრად ავტომატური თამაშგარის გამოვლენის სისტემას გამოიყენებენ
2022 წლის მუნდიალზე ნახევრად ავტომატური თამაშგარის გამოვლენის სისტემას გამოიყენებენ