რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბაიერნი ზარებს არ პასუხობს - ბარსას ბიუროფაქსის გაგზავნა დასჭირდა

რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ ურთიერთობა დღითიდღე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი ხდება.

გერმანული გამოცემა sueddeutsche წერს, რომ მიუნხენელები კატალონიელთა წინადადებებს უბრალოდ იგნორს უკეთებენ. „ბარსას“ დირექტორის, მატეუ ალემანის ზარებს არ პასუხობენ. ამის გამო „ბლაუგრანა“ იძულებული გახდა გამოეყენებინა ბიუროფაქსი, რათა პოლონელის თაობაზე შეთავაზების გაგზავნა შესაძლებელი გამხდარიყო.

ასევე სირთულეები წარმოიშვა „ბაიერნისა“ და პოლონელის აგენტ პინი ზაჰავის ურთიერთობაშიც. ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა უბრალოდ განადგურებულია.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ლევანდოვსკიმ „ბაიერნთან" ერთად წინასასეზონო საწვრთნელი პროცესი 12 ივლისს უნდა დაიწყოს, თუმცა მისი ყოფილი აგენტის მაიკ ბარტელის თქმით, ლევანდოვსკიმ შესაძლოა კლუბს ბოიკოტი გამოუცხადოს და ვარჯიშზე უარი თქვას. ბარტელმა SportBild-ს განუცხადა, რომ ეს იყო ხრიკი, რომელიც მან ადრე განიხილა, როდესაც 2013 წელს „დორტმუნდის ბორუსიას“ დატოვება სურდა.

„2013 წელს, იმ მომენტში უკვე ითვლებოდა, რომ რობერტი ვარჯიშზე არ გამოჩნდებოდა. ამჯერად, მე მჯერა, რომ რობერტი არ გამოცხადდება ვარჯიშზე..."

- უთხრა ბარტელმა Bild-ს.

„ბარსელონას“ არ უნდა, რომ საქმე აქამდე მივიდეს და კატალონიელები მალე მე-4 შეთავაზებას გაამზადებენ, რომელიც ამჯერად 50 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca-ს წლის საუკეთესოთა სია - მესი და რონალდუ 20-ეულს მიღმა
Marca-ს წლის საუკეთესოთა სია - მესი და რონალდუ 20-ეულს მიღმა