The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
ნათელა ძალამიძე: „თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა“
Aa Aa
29 ივნისი 2022  |  11:43

ნათელა ძალამიძე: „თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა“

29 წლის ჩოგბურთელმა, ნათელა ძალამიძემ dw.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ძალამიძე რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ მოქალაქეობა შეიცვალა და „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს.

წესების შესაძლო დარღვევაზე

„უიმბლდონი ან ჩოგბურთელები შეცდომაში არ შემიყვანია და წესების მიხედვით ვიმოქმედე. ელექტრონული შეტყობინება მოგვივიდა უიმბლდონზე დარეგისტრირების საბოლოო ვადის შესახებ და ისიც ეწერა, რომ ეროვნების შეცვლის მსურველებს, გადაწყვეტილება 3 ივნისამდე უნდა მიეღოთ“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

„ჩემთვის შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმ ტკივილის ბოლომდე გათავისება, რომელიც უკრაინელებს აქვთ. წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგრძნებაა, როცა რაკეტები დაფრინავენ და სიკვდილის გეშინია. როცა ეს ყველაფერი დაიწყო, უდიდესი აგრესიის მსხვერპლი გავხდი და აგრესიული ტიპის შეტყობინებები ახლობლებისგანაც მივიღე. არ მინდა, ის გავამართლო, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ უსამართლობაა, რომ ამის გამო, სპორტსმენებს სჯიან და ასამართლებენ. თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა, მაგრამ შემდეგ, დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი: „კარგი ადამიანი ვარ და ასეთი შეგრძნება რატომ მაქვს? დიდი ხნის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია და შემდეგ, ერთი ადამიანის გამო, რომელმაც რაღაც საშინელება დაიწყო, ჩემი კარიერა და ცხოვრება რატომ უნდა დავივიწყო?"

ქართველებისგან მიღებულ შეურაცხყოფაზე და ზიზღზე

„ქართველთა უმრავლესობას ეგონა, რომ სიტუაციის საჩემოდ გამოყენება მინდოდა, რათა უიმბლდონზე მეთამაშა და შემდეგ რუსეთის სახელით ასპარეზობას დავუბრუნდებოდი, მაგრამ ეს ასე არაა და გამორიცხულია, მოხდეს. რუსული სახელი მქვია, მაგრამ ჩემი გვარი რუსული არაა. როცა რუსეთში ჩემს გვარს ხედავენ, ყველა ხვდება, რომ ნახევრად ქართველი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონმა“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვების გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ ომს ეწინააღმდეგება, თუმცა „უიმბლდონის“ პოზიცია მაინც უცვლელი დარჩა. ამის გამო, ATP-იმ „უიმბლდონი“ დასაჯა და სარეიტინგო ქულების გარეშე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
60 წელი ისტორიული წარმატებიდან - ზუსტად ამ დღეს, დინამო თბილისმა რეალი დაამარცხა
60 წელი ისტორიული წარმატებიდან - ზუსტად ამ დღეს, დინამო თბილისმა რეალი დაამარცხა