ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატი 200-მეტრიან დისტანციაზეც მოიგო
Aa Aa
26 ივნისი 2022  |  19:16

ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატი 200-მეტრიან დისტანციაზეც მოიგო

ახალგაზრდა ქართველმა კანოისტმა, ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მეორე კატეგორიაშიც მოიპოვა.

დღეს, შეჯიბრი 200-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, რომელშიც პირველობა ქართველმა კანოისტმა არავის დაუთმო. წივწივაძემ დისტანცია 42,51 წამში დაფარა, რაც მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა ოქროს მედალი გუშინ, 1000-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობის დროსაც მოიპოვა, საერთო ჯამში კი ეს მისთვის 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მედალია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში