ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

მორიგი სირთულე ბარსასთვის - სილვას ოჯახს ინგლისიდან წასვლა არ სურს

„ბარსელონას“ ბერნარდუ სილვას გადაბირება სურს, ხოლო „სიტის“ მისი შენარჩუნება. „ბლაუგრანაში“ ფინანსური კრიზისია და უცნაურია, რომ ზოგადად საუბარი მიდის პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერზე, მაგრამ ეს სატრანსფერო ფანჯარაა და ყველაფერი მოსალოდნელია.

ავტორიტეტული გამოცემა The Athletic წერს, რომ ბერნარდუს შესახებ ჭორები არ გავრცელებულა. ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება და ამის შემოქმედი მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელმაც თავისი კლიენტი ბარსას შესთავაზა.

ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო აგენტი 8 ივნისს ბარსელონაში იმყოფებოდა და ლაპორტასთან ერთად ივახშმა. ბერნარდუს „ბლაუგრანას“ ახალი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად მოიაზრებენ, მაგრამ „მანჩესტერ სიტიდან“ მისი წამოყვანა ბევრ შრომას მოითხოვს.

დღეის მდგომარეობით, „ქალაქელებს“ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ. ძირითადად იმიტომ, რომ „ბარსელონას“ ამის საშუალება არ აქვს. საინტერესოა თავად ფეხბურთელის პოზიცია. გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სილვას სამშობლოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ მოხერხდა.

ამის შემდეგ, პეპ გუარდიოლამ ბერნარდუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად აქცია და ამან მისი ხედვები შეცვალა. გამოცემა წერს, რომ პორტუგალიელი შემტევის ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით კმაყოფილია და ესპანეთში გადასვლა არ სურს.

რეალურად ვიღებთ ასეთ სურათს. „ბარსელონას“ ფული არ აქვს, ხოლო სილვას და მის ოჯახს ინგლისის დატოვება არ სურს. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, სილვას კატალონიაში წასვლა წარმოუდგენელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Top 15 ფეხბურთელი, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა
Top 15 ფეხბურთელი, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა