მატიის დე ლიხტი
Aa
Aa

დე ლიხტს იუვენტუსის დატოვება სურს - ვარიანტები ჩელსი და სიტი

მატიის დე ლიხტმა „იუვენტუსს“ ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. ნიდერლანდელს ახალი გამოწვევები სურს და ზაფხულში გუნდის შეცვლას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, დე ლიხტის შეძენით „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. ფეხბურთელსაც მათი შეთავაზებების განხილვის სურვილი აქვს და ტურინელთა ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა კიდეც.

რაფაელა პიმენტა, რომელიც ერთდროულად დე ლიხტისა და პოგბას აგენტი გახლავთ, გუშინ ტურინელთა ხელმძღვანელობას შეხვდა და ორივე ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.

პოგბას შემთხვევაში თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია და ფრანგი დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან ტურინელთა მაისურს მოირგებს, თუმცა იმავეს თქმა რთული იქნება დე ლიხტზე.

როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, გუშინდელ შეხვედრაზე დე ლიხტის პოზიცია გუნდის დატოვებისკენ უფრო მეტად იხრებოდა. მან ახალი გამოწვევებისთვის ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. შესაძლოა მალე „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ „ბებერ ქალბატონთან“ მოლაპარაკებები აწარმოონ.

„იუვენტუსს“ 22 წლის ნიდერლანდელის შენარჩუნება სურს და მას მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის, თუმცა უკვე დე ლიხტის შეხედულებებია შეცვლილი, რამაც შესაძლოა მისი ტრანსფერი რეალური გახადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის