ლანჩხუთი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: ლანჩხუთი უკრაინულ ვორსკლას დაუპირისპირდება

UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ''ლანჩხუთი'' უკრაინულ ხარკოვის ''ვორსკლას'' დაუპირისპირდება.

უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ლანჩხუთის'' მეტოქე ხორვატულ ''სპლიტსა'' და ყაზახურ ''ბიიკ-შიმკეტს'' შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა ''ლანჩხუთმა'' 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ''ოკჟეტპესი'' ხატია ჭყონიას დუბლით დაამარცხა (1:2), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ ''კლუჟის'' ხატია ჭყონიას ერთადერთი გოლით სძლია და საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა, რაც ისტორიული წარმატება იყო. აღნიშნული სეზონის 1/32-ფინალში ''ლანჩხუთი'' როზენგარდს'' დაუპირისპირდა და  ორი მატჩის ჯამში 0:17 დამარცხდა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, საქართელოს ჩემპიონატის გასულ ტურში ''ლანჩხუთმა'' ''გორი იუნაიტედი'' 10:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა იტალიური გრანდების წინააღმდეგ - სერია ა-ს კალენდარი ცნობილია
ხვიჩა იტალიური გრანდების წინააღმდეგ - სერია ა-ს კალენდარი ცნობილია