რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

Curva Nord: ლუკაკუს მეფესავით ეპყრობოდნენ, ახლა მას არავინ მიესალმება

როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, მილანის „ინტერი“ რომელუ ლუკაკუს იჯარის წესით იბრუნებს. ბელგიელს, რომელსაც ერთ დროს „ნერაძურის“ ქომაგები როგორც მეფეს ისე ეპყრობოდნენ, ამჟამად მას განსხვავებულ დახვედრას მოუწყობენ.

„ინტერის“ ქომაგებმა რომელუს „ჩელსიში“ წასვლა არ აპატიეს. Curva Nord-მა ბელგიელის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ფეხბურთელს მოღალატე უწოდეს:

„რადგან ლუკაკუს ინტერში დაბრუნება ძალიან სავარაუდოა, ზოგიერთი რამ უნდა დაზუსტდეს: Curva Nord მხარს უჭერს ინტერს და არ გააპროტესტებს ტრანსფერს (მიუხედავად შარშანდელი ზაფხულის საქციელისა).

ამის გათვალისწინებით, არავინ უნდა მიესალმოს მას ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფის შარფებით ან ბანერებით.

მომავალში ყველაფერი მოედანზე შრომითა და ოფლით მიიღწევა და გამოჩნდება.

მას მხარს უჭერდნენ და მეფესავით ეპყრობოდნენ. ახლა ის ბევრ სხვა მოთამაშეს ჰგავს. ჩვენ ასევე განვაცხადებთ, რომ ლუკაკუს წინააღმდეგ არასოდეს ვუგულშემატკივრებთ, თუ ის კვლავ ჩაიცვამს ინტერის მაისურს“,

- ნათქვამია Curva Nord-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელის „ინტერში“ დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია. ამის შესახებ ფაბრიციო რომანომაც დაწერა. ცნობილია დეტალებიც. „ინტერს“ ლუკაკუს გამოსყიდვის უფლება არ ექნება, ხოლო მისი 1-წლიანი იჯარა 8 მილიონი ევრო დაჯდა. ამავე რაოდენობის ანაზღაურება ექნება რომელუს „ნერაძურიში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელაიფი: უცნაურია - რეალმა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ
ხელაიფი: უცნაურია - რეალმა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ