კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს ეჭვი ეპარება, რომ იუნაიტედი სიტის და ლივერპულს კონკურენციას გაუწევს

არ წყდება საუბარები კრიშტიანუ რონალდუს მომავლის მიმართ. ყოველ კვირა ფაქტობრივად ახალი ცნობები ვრცელდება. ამჯერად ესპანური As-ი წერს, რომ პორტუგალიელი ეჭვობს, ღირს თუ არა გუნდში დარჩენა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელს კლუბში შექმნილი ვითარება აწუხებს. რონალდუს არ სურს თავისი ბოლო ან ერთ-ერთი ბოლო სეზონი გაატაროს გუნდში, რომელსაც ტიტულის მოგების პერსპექტივა არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, 37 წლის რონალდუს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კონტრაქტი სრულად ამოეწურა და „ოლდ ტრაფორდზე“ 2023 წლამდე დარჩენილიყო. მაგრამ ახლა მას ეჭვი ეპარება.

საქმე იმაშია, რომ „სიტიმ“ ჰოლანდი გაიფორმა, „ლივეპრულმა“ კი ნუნესი, საპასუხოდ „იუნაიტედს“ ჯერჯერობით არავინ გაუფორმებია და მოლოდინიც ისეთია, რომ „მანკუნიანელები“ ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას არ გეგმავენ. ერიკ ტენ ჰაგი გუნდის თავის გემოზე მოწყობას ცდილობს. სწორედ ამიტომ უმიზნებს ფრენკი დე იონგს და არა ვინმე შემტევს სუპერვარსკვლავის სტატუსით.

აქედან გამომდინარე რონალდუ ეჭვობს, რომ „იუნაიტედი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. ტენ ჰაგი მომავლის გუნდის აწყობას გეგმავს, კრიშტიანუს კი მოსაცდელად დრო ნამდვილად აღარ აქვს დარჩენილი.

როგორც წყარო წერს, რონალდუ „რომაში“ გადასვლას გამორიცხავს.

37 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა