მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბოლქვაძემ გამარჯვებით დაიწყო

საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე უიმბლდონი დაიწყება. ქალთა ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რეიტინგის 135-ე ნომერს, ამერიკელ ალისია პარკს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ პირველ სეტში ერთადერთი გეიმი პარკსმა მარიამის ჩაწოდებაზე მოიგო. სხვა შემთხვევაში „ჩვენებური“ იდეალურად თამაშობდა და სასურველ შედეგს მიაღწია.

მეორე სეტი ბოლქვაძემ დაიწყო და უპირატესობა სულ მალე მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ცნობისთვის, მარიამი მომდევნო წრეში WTA-ს რეიტინგის 235-ე ნომერს იანა ფეტს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 18:30-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, უიმბლდონის ძირითად ბადეში ეკო გორგოძე ითამაშებს. ქართველ ჩოგბურთელს კვალიფიკაციის გავლა დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების გამო არ უწევს. გორგოძე ამჟამად 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა