საერთაშორისო ტურნირი ივნისის ბოლოს - ფეხბურთელთა უმრავლესობა ლტოლვილი იქნება
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი ივნისის ბოლოს - ფეხბურთელთა უმრავლესობა ლტოლვილი იქნება

ივნისის ბოლოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. აღნიშნული გათამაშება ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანებს მიეძღვნება და მისი სახელწოდება „ერთიანობის ევრო თასი“ გახლავთ.

ტურნირში მონაწილეობას ავსტრიული, ბელგიური, გერმანული, ფრანგული, მალტური, ირლანდიური და შვეიცარიული გუნდები მიიღებენ. გუნდების ფეხბურთელთა 70 პროცენტი ლტოლვილი იქნება და გათამაშების მიზანი ლტოლვილთა შორის არსებული ურთიერთობების ფეხბურთის დახმარებით გაღრმავება და გაძლიერება გახლავთ.

„დღეს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, უეფა ლტოლვილთა სიძლიერესა და გამბედაობას პატივს მიაგებს. ჩვენი საერთო მიზანი ლტოლვილების, თავშესაფრის მძებნელთა და დევნილების დახმარებაა, რათა მათ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და ფეხბურთის დახმარებით, თავიანთი მასპინძელი საზოგადოებების ნაწილები გახდნენ“, - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა, მიჩელ უვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს და მატჩები 29 ივნისს გაიმართება. შარშან უეფამ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან შეთანხმება გააფორმა და „ერთიანობის ევრო თასი“ სწორედ მისი ეგიდით ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა