თემურ ქეცბაია
Aa
Aa

''გასახდელში გიჟივით იქცეოდა, მაგრამ მისი ხასიათი მომწონდა'' - დურიში ქეცბაიაზე

სლოვაკმა ფორვარდმა მიხალ დურიშმა NOCHOFTES-ის პოდკასტში საუბრისას თემურ ქეცბაიასთან მუშაობა გაიხსენა. ქეცბაია დურიშს ''ორენბურგსა'' და ''ანორთოსისში'' წვრთნიდა. 34 წლის ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, ქეცბაიას იმპულსურობა ახასიათებდა, თუმცა როცა პრობლემა არსებობდა, ყველას ისე ესაუბრებოდა, როგორც თანასწორს.

''ქეცბაიას მაშინ შევხვდი, როცა რუსეთში ვთამაშობდი, ''ორენბურგში''. მასთან შეხვედრის სურვილი მქონდა, მასთან მიმართებით ცნობისმოყვარე ვიყავი, რადგან მისი თამაში ინგლისის პრემიერ ლიგიდან ვიცოდი. მისი ხასიათი მომწონს, რადგან თუ მას პრობლემა აქვს, თვალებში გიყურებს და გესაუბრება, როგორც თანასწორს. შემდეგ კარიერა ''ანორთოსისში'' გავაგრძელე, კუნძულზე ქეცბაია ჩამოვიდა, ერთად ძალიან კარგად ვმუშაობდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

გასახდელში მომხდარი ამბებიდან მხიარული და სახალისო არ მახსენდება, ამგვარი ფაქტები არ ხდებოდა. ყველამ იცოდა, რომ ქეცბაია ძალიან იმპულსური იყო და ზოგჯერ გიჟივით იქცეოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. მას ნამდვილად ჰქონდა განსხვავებული სტილი, მაგრამ როგორც აქამდე ვთქვი, მე მომწონდა მისი ხასიათი''.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისის“ ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

2019 წლიდან მოყოლებული თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ 119 მატჩი ჩაატარა: 56 გამარჯვება, 31 ფრე, 32 მარცხი.

თემურ ქეცბაიას გამოსამშვიდობებელი წერილი ასეთი იყო:

„ჩემო ანორთოსისელო და ფამაგუსტელო მეგობრებო, დამშვიდობების დრო დადგა. 3-წლიანი მოგზაურობის შემდეგ „ანორთოსისს“ ვტოვებ. როცა ერთი წრე იხურება, ყოველთვის მეორე იხსნება. მთელი გუნდით მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე. უღრმესი მადლობა ფამაგუსტასა და „ანორთოსისთან“ დაკავშირებულ ყველა ცნობილ, თუ უცნობ პიროვნებას, ვინც ასეთი თბილი რწმენით და სიყვარულით მიჭერდა მხარს. თქვენ ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ. სამუდამოდ შევინახავ თქვენს სიყვარულს. მე ყოველთვის დავრჩები კლუბის გულშემატკივრად და ყოველთვის მივადევნებ თვალს მის ყოველ ნაბიჯს. მადლობა!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი მიზანია, რომ დინამომ თავისი თამაში აჩვენოს“ - ჭიაბრიშვილის პირველი კომენტარი
„მთავარი მიზანია, რომ დინამომ თავისი თამაში აჩვენოს“ - ჭიაბრიშვილის პირველი კომენტარი