UFC, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ყველას ბოდიშს გიხდით“ - გურამ ქუთათელაძე მარცხის შემდეგ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, MMA-ს ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს დაუბრუნდა და ტექსასში, UFC Fight Night-ზე წარსდგა.

„ქართველი ვიკინგის“ მეტოქე ყაზახი დამირ ისმაგულოვი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლა 3 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და რეფერების გადაწყვეტილება ასეთი იყო: 1 რაუნდი - 28:28; მე-2 რაუნდი - 29:28; მე-3 რაუნდი - 30:27.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს იმედების გაცრუებისთვის ბოდიში მოუხადა.

რას წერს ქუთათელაძე:

რა შემიძლია ვთქვა... უნდა ვისწავლო. მსაჯების ხელში არასდროს არ უნდა დატოვო. ბოდიშს ვუხდი ოჯახს და გუნდს, რომ ვანერვიულე და იმედები გავუცრუე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ.

საგულისხმოა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა სოციალურ ქსელში. გულშემატკივრების (არამხოლოდ ქართველი) უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვება ქართველ მებრძოლისთვის უნდა მიენიჭებინათ.

ბრძოლას UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძეც გამოეხმაურა:

ძალიან ვამაყობ ჩემი ძმით გურამ ქუთათელაძით. თუ მსაჯის გადაწყვეტილებას ეთანხმებით, ჩვენ ვერ ვიქნებით მეგობრები, ჩემმა ბიჭმა ეს ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძის კარიერაში ეს მე-3 მარცხი იყო. ჯამში მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 3 წაგებაა.

აქვე გეტყვით, რომ ამავე ქარდზე ოქტაგონზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძეც წარსდგა, რომელმაც კაილ დაუკაუსი ბრძოლის დაწყებიდან 1 წუთსა და 13 წამში დაანოკაუტა და უმაღლეს საბრძოლო ლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში:  დოლიძემ დაუკაუსი დაანოკაუტა
ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში: დოლიძემ დაუკაუსი დაანოკაუტა