„ეს ყველაზე გიჟური გამოცდილება იყო“ - ჯო როგანი თეთრი სახლის ღონისძიებაზე
ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თეთრი სახლის ღონისძიება შეაჯამა და თოფურია-გეიჯის დაპირპსირებაზეც ისაუბრა.
რას ამბობს როგანი:
„საბრძოლო სპორტის კომენტირების ჩემი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, ეს ყველაზე გიჟური გამოცდილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია“.
„ამასთან ახლოსაც კი არაფერი დგას. ახლოსაც კი არაფერი. ეს იყო ორთაბრძოლების ყველა დროის საუკეთესო საღამო. და ეს იყო ერთადერთი საღამო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, სადაც აბსოლუტურად ყველა ბრძოლა ნოკაუტით დასრულდა“.
„მთავარი ბრძოლა, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა დროის საუკეთესო ორთაბრძოლა იყო. ჯასტინ გეიჯი, ბევრი ბუკმეკერისთვის 6-1-ზე აუტსაიდერი იყო – რაც გიჟური კოეფიციენტია იმისთვის, ვინც მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი იყო, იბრძოდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოებთან, არის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში და BMF-ის ჩემპიონი... ილია ძალიან მაგარია... ბევრის თვალში ის ახალი თაობის ყველაზე ოსტატური მებრძოლია, ახალი თაობა კი ყველა დროის ყველაზე მაღალი დონისაა.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.