ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

„სიფრთხილე იქნება საჭირო“ | თანზილოვის მომდევნო მეტოქის კომენტარი

ოთარ თანზილოვი UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას შეინ კოლინსის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი, თბილისის დროით, 21 ივნისს, 01:00 საათიდან დაიწყება. ამერიკელმა მებრძოლმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„თანზილოვი ძლიერი მეტოქეა. მაგარი ბიჭია და ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ადრე ერთადაც გვივარჯიშია და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან სწრაფი, ფეთქებადი და დინამიკური მებრძოლია. მის წინააღმდეგ სერიოზული სიფრთხილე და კარგი დაცვა იქნება საჭირო, რათა გაუმკლავდე შტორმს, რომელიც მას მოაქვს.

საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, ჩემს საბრძოლო სტილში ცვლილებების შეტანა არ მომიწევს. ჩემი სტილი ისეთია, მისნაირი მებრძოლების წინააღმდეგ კარგად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან სანახაობრივი ორთაბრძოლა იქნება“.

თანზილოვი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლია, მაგრამ კოლინსთან ქვემსუბუქ წონაში იჩხუბებს. ამერიკელს ამ თემაზეც ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი უპირატესობაა.

„რა თქმა უნდა, ეს დიდი უპირატესობაა. პატივს ვცემ მას იმის გამო, რომ ეს ბრძოლა მიიღო და მზადაა უფრო მაღალ წონაში იჩხუბოს. მე, მაგალითად, მსგავს რამეზე საერთოდ არ ვიფიქრებდი. მე ჩემს წონასთან ახლოს ყოფნა და ასე მზადყოფნა მირჩევნია. ვფიქრობ, 145 ფუნტი (ქვემსუბუქი წონა) არის ის წონა, სადაც საუკეთესო ვარ. ეს არის წონა, სადაც ვგრძნობ, რომ ამ ორგანიზაციაში ბევრ დიდ რამეს მივაღწევ“.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისის ღონისძიებაზე მეორე ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ: ლევან ჩოხელი UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ჩაატარებს და ლეონ შაჰბაზიანს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი გამოიჩინეს | სანდრო მამუკელაშვილი მაიამი ჰიტის რადარზე
ინტერესი გამოიჩინეს | სანდრო მამუკელაშვილი მაიამი ჰიტის რადარზე