გეგი თაბაგარი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა: თაბაგარი ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა გეგი თაბაგარმა (96 კგ.) 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში 134/138/140 კგ. დაძლია, აკვრაში კი 166/170/177 კგ. დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში 717 კილოგრამით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია. გეგი თაბაგარის პირადი მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძეა.

გეგი თაბაგარის გარდა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ (89 კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვა. ატაცში 132/137/141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ესართია ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში 164/170/174 კილოგრამის დაძლევით, იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 315 კილოგრამითაც.

ესართიამ მედლებთან ერთად საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში 7, აკვრაში 13, ხოლო ორჭიდში 20 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია
მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია