რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: ჩვენს ადგილას ნებისმიერი სხვა კომპანია უკვე დაშლილი იქნებოდა

კლუბის გენერალურ ასამბლეაზე „ბარსელონას“ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზები განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს, რასაც პრეზიდენტი ლაპორტა გამოეხმაურა და „ბარსა“ ფორმულა 1-ის მანქანას შეადარა.

„ჩვენ ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. ბარსა ფორმულა 1-ის მანქანაა და ჩვენ ის ბენზინის გარეშე და ამოღებული ძრავით ვიპოვეთ.

ნებისმიერი სხვა კომპანია უკვე დაშლილი იქნებოდა და პარტნიორებს უნდა შემოეტანათ ფული, მაგრამ ჩვენ ვუთხარით არა და დავიწყეთ მუშაობა, დავალიანების შემცირება, ხელფასების შემცირება, მეტი შემოსავალი სპონსორობიდან, მათ შორის გლობალურ ბრენდებთან გარიგებებით, როგორიცაა Spotify. და ჩვენ ვმუშაობთ Espai Barça-ს დაფინანსებაზე (კამპ ნოუსა და სხვა კლუბის ობიექტების განახლება).

მანქანის ჩართვა მოვახერხეთ, მაგრამ არ ის არ დაიძრა და ვიფიქრეთ მექანიზმების გააქტიურებაზე, რომ კლუბის ეკონომიკა იმ აქტივებით აღვადგინოთ. მიზანია, რომ ბარსა ყოველთვის კლუბის წევრებს ეკუთვნოდეს. მე ეს ვთქვი სენატში და სანამ პრეზიდენტი ვარ, ბარსა ყოველთვის სოსიოების ხელში იქნება.

ჩვენ ისევ გვექნება საკუთარი სახსრები, გონივრული გზით შევძლებთ დავალიანების დაფარვას, ჩვენს გუნდებში ინვესტირებას შევძლებთ. ჩვენ მიგვყავს მანქანა პიტ-სტოპში გარკვეული კორექტირების შესასრულებლად, შემდეგ მას ვაგზავნით რბოლაზე მის მოსაგებად.

ჩვენ გვინდა, რომ ბარსამ შეძლოს კონკურენცია გაუწიოს კლუბ-სახელმწიფოებს, რომლებსაც მილიონერები ფლობენ. თუ ჩვენ განვაგრძობთ ზარალის ნახვას, ჩვენი კონკურენტები და ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციაში ბევრ წინააღმდეგობას შეგვიქმნიან“,

- განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ასამბლეამ ასამბლეამ BLM-ს 49.9%-ის (  Barca Licensing and Merchandising ) გაყიდვას მხარი დაუჭირა. ასევე ლუბის სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაც დაამტკიცეს, რაც ჯამში „ბარსას“ 700-800 მილიონ ევროს მოუტანს. მათი ვალი კი ამჟამად 500 მილიონია.

კატალონიელები ამ ოპერაციების გაოფიციალურების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან და პირველ რიგში მათი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე