გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სიურპრიზები და იმედგაცრუებები - ესპანეთში მამარდაშვილი გამოარჩიეს

ესპანურმა გამოცემამ, Superdeporte.es-მა „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი ტრანსფერები განიხილა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც „ღამურები" მთავარ სიურპრიზებად და იმედგაცრუებებად იქცნენ. სტატიის ავტორს უყურადღებოდ არც გიორგი მამარდაშვილი დაუტოვებია და მას „ჩეს“ აღმოჩენა უწოდა.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში სარეზერვო გუნდის გასაძლიერებლად გადმოვიდა, მაგრამ წინასასეზონო ეტაპი ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. სილესენის ტრავმებისა და მისი ბრწყინვალე თამაშის გამო, იგი სეზონის სტარტზევე სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.

გიორგიმ ძირითადში ადგილი შუა სეზონში ჩატარებული სუსტი მატჩების შემდეგ დაკარგა, თუმცა ბორდალასმა შანსი კიდევ ერთხელ მისცა და ამის შემდეგ, მისი სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა ვერავინ და ვერაფერმა მოახერხა. ამბობენ, რომ ის არის მეკარე, რომელიც მესტალიის კარის დარაჯი დიდი ხნის განმავლობაში იქნება და ვალენსია მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს. არადა, იგი ერთი წლის წინ გაიფორმა. გიორგის გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ მას ვალენსიაში დარჩენა და მესტალიაზე პროგრესის მიღწევა სურს“, - წერს Superdeporte.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებმა ასეთ პროვოკაციებს თავი კარგად გაართვეს“ - ლევან მაისაშვილი ქარი ქაფს აფასებს
„ბიჭებმა ასეთ პროვოკაციებს თავი კარგად გაართვეს“ - ლევან მაისაშვილი ქარი ქაფს აფასებს