ევროპული თამაშები
Aa
Aa

ევროპული თამაშები - ციკო ფუტკარაძემ თამაშების ლიცენზია მოიპოვა

მიუნხენში მესამე ევროპული თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება დასრულდა და ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელზეც საქართველოს მშვიდოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდი იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე წარმატებით გამოვიდა მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ციკო ფუტკარაძე, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და 2023 წლის ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს დროში მიიღებს.

მესამე ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 2023 წელს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ ,რომ მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 30 მედალი მოიპოვეს. 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ევროპული თამაშების მედალოსნები გახდნენ:

ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, -57 კგ), დავით ლორიაშვილი (სამბო, -100 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო, -74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (სამბო, +100 კგ), გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ).

ვერცხლი – მინდია ლილუაშვილი (სამბო, -68 კგ), ნინო ოძელაშვილი (სამბო, -72 კგ), ელენე ქებაძე (სამბო, +80 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ),  შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), სახილ ალახვერდოვი (კრივი, 49 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ).

ბრინჯაო – ბექა ბერულავა (სამბო,-82 კგ), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო,60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), გივი ნადარეიშვილი (სამბო, -52 კგ), გეგა ჩირგაძე (სამბო, 62 კგ), პაატა ღვინიაშვილი (სამბო, -90 კგ), ლუკა მაისურაძე (ძიუდო, 81 კგ) ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა, წყვილები, 50 მ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), ოთარ ერანოსიანი (კრივი, 60 კგ), გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე, +84 კგ), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიბნელიდან სინათლემდე - საქართველო ევროპაში საუკეთესო ნაკრებია
სიბნელიდან სინათლემდე - საქართველო ევროპაში საუკეთესო ნაკრებია