საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ტალახაძე:
Aa Aa
7 ივნისი 2022  |  23:33

ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"

ალბანეთში გამართულ ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირველი მიმართვა გაავრცელა.

რას წერს ლაშა?

„საღამო მშვიდობის! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი დავასრულეთ. როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მინდა მივულოცო ჩემს თანაგუნდელებს კარგი ასპარეზობა და სამომავლოდაც დიდი წარმატება ვუსურვო. არ იყო ადვილი იმიტომ, რომ პირველად მივიღე ამ სიმძიმის ტრავმა. პირველად 7-წლიანი წარმატებული სტარტების შემდეგ, გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი.

პირველად ხდებოდა, რომ ვარჯიშობდა გუნდი, მე კი მათ გვერდით, ექიმების და მწვრთნელების დამატებითი მეთვალყურეობა მჭირდებოდა, რათა ის მინიმალური გამეკეთებინა , რაც მოახლოებულ შეჯიბრზე გამოსვლის შესაძლებლობას მომცემდა.

ეს იყო თამაში ნერვებზე და ფსიქიკაზე. ტრავმიდან მეორე დღეს უკვე გამოკვლევაზე ვიყავით! მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის, პირადი მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის და ჩვენი ექიმის, გიორგი ჭინჭარაულის მოლაპარაკებების შედეგად, კლინიკაში დაჩქარდა სპეციალური ინექციების გაკეთება.

ლევან ნაჭყებიამ, ნინო დუმბაძემ, თამაზ თამაზაშვილმა, გიორგი ლომიძემ, ზურა კახაბრიშვილმა, რუსლან ღიბრაძემ, ყველაფერი იღონეს... მიდიოდა მკურნალობა როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფიზიოთერაპიული მიმართულებით, მასაჟით... და ა.შ.

მომიწია 3-კვირიანი რეაბილიტაციის გავლა, სამწვრთნელო შტაბმა და სამედიცინო ჯგუფმა, სპეციალური სავარჯიშო პროგრამა შეიმუშავეს, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა უზარმაზარი ჰემატომის გაწოვა, ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და შეჯიბრის დღემდე მისვლა. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს! ჩვენ ეს შევძელით ერთად !

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ძვირფას გულშემატკივარს, უამრავი მილოცვა და გამამხნევებელი სიტყვა მივიღე. ვიცი, რომ განერვიულეთ, შესაძლოა ზოგს რეკორდის იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ გპირდებით, რომ სამომავლოდ ყველაფერს გავაკეთებ თქვენს გასახარებლად !

მადლობა უფალს, მე ექვსგზის ევროპის ჩემპიონი ვარ“

შეგახსენებთ, რომ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში 245 კგ-ს გაუმკლავდა, 253  კი ვერ დასძლია და მე-3 ცდა აღარ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ქართველმა 2015 წლის ჰიუსტონის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პირველად გააცუდა ცდა. ასევე გეტყვით, ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი კარიერაში მეექვსედ მოიგო.

დაჯილდოების ცერემონია

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე
''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე