ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრები, ბულგარეთის ნაკრები
Aa
Aa

7 გოლი და საოცარი პერფომანსი - საქართველომ ბულგარეთი გაანადგურა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მეორე შეხვედრა სტუმრად, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დაამარცხა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მალევე, ეს უპირატესობა გოლში გადაიზარდა. მე-5 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდებულს საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილი გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

მე-11 წუთზე ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქის კარში მეორე ბურთი გაიტანა, თუმცა მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ბუდუ ზივზივაზის გოლი გააუქმა.

მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრების კართან რეალური სახიფათო მომენტი შეიქმნა. ირაკლი აზაროვის არაზუსტი პასის შემდეგ ბულგარელები გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩნენ, თუმცა ქართველმა მეკარემ მეტოქის თავდამსხმელს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

 31-წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. მარცხენა ფლანგიდნ ირაკლი აზაროვმა ბურთი კარგად წაიღო და საბოლოოდ, გოლად თავადვე გარდასახა, თუმცა დარტყმის მომენტში ბურთი მასპინძელთა მცველს, ანდრეა ჰრისტოვს მოხვდა და საბოლოოდ ავტოგოლი ჩაიწერა.

42-ე წუთზე ბულგარელთა კარში გოლის გატანას ხვიჩა კვარაცხელია ცდილობდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის შორეული დარტყმული მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა. ტაიმის მიწურულს ქართველ ფეხბურთელებს კიდევ  ერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა ბუდუ ზივზივაძეს გოლის გასატანად მცირედი დააკლდა. საბოლოოდ, პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 50-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. გიორგი ლორიას კარში გოლი ილიევმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა მალევე დაიბრუნა. გოლის მიღებიდან ზუსტად 1 წუთში გიორგი აბურჯანიამ ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია - 1:3.

56-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ, ბულგარელმა მცველმა ქართველ ფეხბურთელზე იუხეშა, რის გამო მთავარმა მსაჯმა ტერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა სამბურთიანი გახადა - 1:4.

69-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. საჯარიმოს მისადგომებთან გიორგი მიქაუტაძემ ბრწყვინვალე მოქმედების შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე ყაზაიშვილი დატოვა, ვაკოს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ეპიზოდიდან 5 წუთში, გოლის გატანა თავად მიქაუტაძესაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა მასპინძელთა მეკარემ მოიგერია.

77-ე წუთზე თამაშში გიორგი ლორიაც ჩაერთო, რომელიც პირველი გოლის გაშვების შემდეგ თითქმის უსაქმოდ იყო. ქართველმა მეკარებ ილიევს საკმაოდ რთული ბურთი აუღო.

ზუსტად 5 წუთში ბულგარელებმა ჩვენს კარში მეორე გოლი გაიტანეს. გიორგი ლორიას საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად სტეფანოვმა ისარგებლა და სხვაობა 3-ბურთამდე შეამცირა.

შეხვედრის მიწურულს საქართველოს ნაკრებს მეექვსე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ, ნიკა კვეკვესკირმა თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება ვერ შეძლო. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალე პერფომანსი აჩვენა და შეხვედრა დამსახურებულად, 2:5 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში ორიდან ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. გათამაშების პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა 2 ივნისს გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს, მომდევნო მატჩი კი 9 ივნისს, კვლავ სტუმრად ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯამარაულის ფანტასტიკური პასი: გამარჯვება სტოიჩკოვის ბულგარეთთან!
ჯამარაულის ფანტასტიკური პასი: გამარჯვება სტოიჩკოვის ბულგარეთთან!