„ვამაყობ ამ ახალგაზრდებით“ - ენრიკე სტრასბურგთან მარცხის შემდეგ
„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და „სტრასბურგთან“ (1:2) საგარეო შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა. შედეგად, ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დედაქალაქელებმა ზედიზედ მეორე თამაში წააგეს, თუმცა ამაზე რომ ნაკლებად ნერვიულობდა, ეს ყველაფერი ლუის ენრიკეს მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზეც კარგად გამოჩნდა, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ძირითად შემადგენლობაში აკადემიის წევრი ოთხი მოთამაშე დავაყენე, თამაში კი ხუთი ისეთი ფეხბურთელით დავასრულე, რომლებიც ასეთ დონეზე ასპარეზობას მიჩვეულები არ არიან. დავმარცხდით, მაგრამ ქულის აღებასთან ახლოს ვიყავით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ახალგაზრდებით ვამაყობ და ისინი არიან ზუსტად ის კადრები, რომელთაც მომავალში აუცილებლად დავეყრდნობით“.
ცნობისათვის, 2023 წლის ივლისიდან მოყოლებული ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით „პარი სენ-ჟერმენს“ მხოლოდ 4 მარცხი აქვს განცდილი და აქედან ორი შეხვედრა უკანასკნელ ერთ კვირაში წააგო.