პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკემ კვარა დაასვენა - პსჟ სტრასბურგთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი სტრასბურგს ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი დღეს მოედანზე ვერ ვნახეთ.

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ლონდონის არსენალთან განმეორებითი მატჩია. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. ლუკას ერნანდესმა ავტოგოლი გაიტანა. პირველი ტაიმის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლემარეშალმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ბრედლი ბარკოლამ სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ენრიკეს შეგირდებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში მეორედ დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე არის და დღევანდელი წაგება არაფერს ცვლიდა. პსჟ-სა და არსენალის მომავალი დაპირისპირება 7 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნგრეთის ჩემპიონი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს
უნგრეთის ჩემპიონი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს