ზედიზედ მეოთხედ - კაშია სლოვაკეთის ჩემპიონია
სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბრატისლავის სლოვანმა ჟილინას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
ეს გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი და გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მეოთხედ გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ კაშია სლოვაკურ გუნდში ვაისის ხელმძღვანელობით ზუსტად 4 წელია თამაშობს და ოთხივე შემთხვევაში ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, 30 ტურის შემდეგ, სლოვანს 66 ქულა დაუგროვდა. 20 მოგება, 6 ფრე და 4 წაგება. სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კი 2 ტური დარჩა.
ასევე შეგახსენებთ, ჯვაროსნების კაპიტანი ვაისის გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად სლოვანის მაისური 160-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.