კონფერენს ლიგის შანსი - ვალენსიამ ლას პალმასს მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ლას პალმასს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
ჯვაროსნების კარის დარაჯს კარში ზუსტად 3-ჯერ დაურტყეს და 2 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეპიზოდში გიორგი უძლური იყო. პირველი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაუშვა, ხოლო მეორე თითქმის აუღებელ დარტყმას წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ღამურებს კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდათ. ვალენსიას 42 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე მყოფ რაიო ვალეკანოს 2 ქულით ჩამორჩება.
42 ქულა აქვს სოსიედადსაც, ხოლო მათზე წინ 44-44 ქულებით ოსასუნა, მალიორკა და როგორც უკვე მოგახსენეთ რაიო ვალეკანო არიან. შემდეგ ტურში ვალენსია ხეტაფეს უმასპინძლებს.