ბუკაიო საკა
Aa
Aa

ეს სულ სხვა პარი სენ-ჟერმენია - საკამ ოქტომბერთან პარალელი გაავლო

„არსენალი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „ემირეით სთედიუმზე“ „პარი სენ-ჟერმენს“ ორჯერ შეხვდა და თუ შემოდგომაზე ჯგუფურ ფაზაში ფრანგებს 2:0 მოუგო, რამდენიმე დღის წინ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრინციპული ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში 0:1 წააგო. 1 ოქტომბრის მატჩში „მეთოფეების“ ლიდერმა ბუკაიო საკამ თავი გოლით გამოიჩინა, ამჯერად კი ღირებული ვერაფერი გააკეთა და თუ რამ გამოიწვია „არსენალის“ მარცხი, ამაზე მას ასეთი პასუხი აქვს:

„ეს იყო იმ „პარი სენ-ჟერმენისგან“ აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი, რომელსაც ოქტომბერში ვეთამაშეთ. ვიცი, რომ მაშინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი ცვლილება მოხდა, თუმცა თავადაც ნახეთ, რამდენად მომატებული აქვს პარიზულ გრანდს. როგორი ერთიანები იყვნენ, როგორ მოძრაობდნენ და აკონტროლებდნენ ბურთს - პსჟ-მ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

მათ ჰყავთ მაღალი დონის მთავარი მწვრთნელი და ხარისხიანი ფეხბურთელები - როგორც წინა ხაზზე, ასევე ნახევარდაცვაში. ბურთს არაჩვეულებრივად ფლობენ და გაიძულებენ ბევრი ირბინო - ბევრი სირბილი კი არა მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ – „არსენალის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 7 მაისს, „პარკ დე პრენსზე“ შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყბა. იმ შემთხვევაში თუ საკა და მისი თანაგუნდელები წარმატებას მიაღწევენ, „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
L’Equpe: კვარას ტრანსფერის შემდეგ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
L’Equpe: კვარას ტრანსფერის შემდეგ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს