„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“
იტალიური გამოცემა Area Napoli კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ წერს და გუნდის თამაშზე მის გავლენას ხაზს უსვამს. ასევე Sky Sports-ის ჟურნალისტის პერსონალურ შეხედულებასაც გვთავაზობს, რომელიც პსჟ-სთვის კვარას მნიშვნელობას ხსნის.
„ნაპოლი მეოთხე სკუდეტოს მოსაგებად ემზადება. გუნდმა ბევრ სირთულეს გაუძლო, დაწყებული ტრავმებიდან, ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვამდე, რომლის წასვლამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიცარიელე დატოვა.
პარიზში ჩასულმა ქართველმა გუნდზე გავლენა დაუყოვნებლივ მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე მისი გავლენა აბსოლუტურია.
Sky Sport-ის ჟურნალისტი სტეფანო ბორჯი ხვიჩას ღირებულებაზე და მის გავლენაზე პირად მოსაზრებას აფიქსირებს:
„კვარაცხელიას ტრანსფერი იანვრის შენაძენთა შორის საუკეთესოა. პსჟ-მ ეს იმ გავლენის გამო გააკეთა, რაც ქართველ ფეხბურთელს აქვს. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც პარიზელებს აკლდათ და მისმა მაღალმა ხარისხმა გუნდს საშუალება მისცა წინ დიდი ნახტომი გაეკეთებინა“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს კვარაცხელიას ტრანსფერი ბონუსების გათვალისწინებით 80 მილიონ ევრომდე უჯდება. 7 მაისს ხვიჩა „არსენალს“ მეორედ დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შეეცდება.