დღის რეკორდი: ყველაზე მეტი ქომაგი საქართველო - გიბრალტარის მატჩს დაესწრო
Aa
Aa

დღის რეკორდი: ყველაზე მეტი ქომაგი საქართველო - გიბრალტარის მატჩს დაესწრო

ერთა ლიგის მორიგმა გათამაშებამ სტარტი აიღო. 2 ივნისს, A, B, C და D დივიზიონებში საერთო ჯამში 10 მატჩი გაიმართა. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ქომაგი საქართველო-გიბრალტარის შეხვედრას დაესწრო, ''დინამო არენაზე'' 43 412 გულშემატკივარი იმყოფებოდა.

ჩეხეთი - შვეიცარია 2:1 (12 236 მაყურებელი)

ესპანეთი - პორტუგალია 1:1 (41 236 მაყურებელი)

ისრაელი - ისლანდია 2:2 (13 150 მაყურებელი)

სერბეთი - ნორვეგია 0:1 (9 726 მაყურებელი)

სლოვენია - შვედეთი 0:2 (5 123 მაყურებელი)

ბულგარეთი - ჩრდილოეთ მაკედონია 1:1 (8 275 მაყურებელი)

კვიპროსი - კოსოვო 0:2 (1 550 მაყურებელი)

ჩრდილოეთ ირლანდია - საბერძნეთი 0:1 (16 977 მაყურებელი)

ესტონეთი - სან მარინო 2:0 (3 533 მაყურებელი)

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიას, გურამ კაშიას, გიორგი მიქაუტაძისა და ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ჯგუფში პარალელურად ბულგარეთმა ჩრდ. მაკედონიასთან შინ ფრედ 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ბულგარეთი-საქართველოს მატჩი 5 ივნისს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საფეხბურთო დაპირისპირებას ქალაქი რაზგრადი უმასპინძლებს. მესამე ტურში, 9 ივნისს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად შეხვდება, 12 ივნისს კი ვილი სანიოლის გუნდი ''დინამო არენაზე'' ბულგარეთს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები