მონაკო, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

სენტ-ეტიენის მწვრთნელი: “ზურიკომ შესანიშნავი გოლი გაიტანა“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენმა მონაკოს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა კომენტარი გააკეთა.

ჰორნელანდი:

„მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. გოლი პირველივე წუთზე გავუშვით, რაც ძალიან ცუდად ასატანია. როგორც წესი, კვლავ უშეღავათო ბრძოლა მოგვიწია. სამწუხაროდ, მთელი სეზონის განმავლობაში ასე ხდება. ხაზებს შორის ძალიან დიდი სივრცეები გვქონდა.

მეორე ტაიმში გაცილებით კარგად გამოვედით და მონაკოს საჯარიმოში უკეთესები ვიყავით. ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. იმ მომენტში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო.

შემდეგ იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ ამ ატმოსფეროს და ენერგიის საჩვენოდ გამოყენება შეგვეძლო, მაგრამ ზუსტად 3 წუთში მონაკოს შეტევის დროს, თავი საშინლად დავიცავით, გოლი გავუშვით და ამან მთლიანად აგვრია. ამან დაგვღალა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.“

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „სენტ ეტიენი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში „მწვანეების“ მთავარი კონკურენტები ხვალ ითამაშებენ - „ანჟერი“ სტუმრად „ნანტს“ შეხვდება, ხოლო „ლე ავრი“ გასვლაზე „ოსერთან“ ითამაშებს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ავტორ ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს, მათ დარჩენილ ორ ტურში სტუმრად „რეიმსთან“ და შინაურ კედლებში „ტულუზასთან“ მოუწევთ დაპირისპირება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ ამ ახალგაზრდებით“ - ენრიკე სტრასბურგთან მარცხის შემდეგ
„ვამაყობ ამ ახალგაზრდებით“ - ენრიკე სტრასბურგთან მარცხის შემდეგ