არსენალი, მარტინ ოდეგორი
Aa
Aa

“რატომ არ ურტყამ? ბურთი არ აფეთქდება“ - ფანებმა ოდეგორი მიწასთან გაასწორეს

მიმდინარე სეზონში მარტინ ოდეგორი არც ისე დამაჯერებელია. პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში არსენალმა საკუთარ კედლებში ბორნმუთთან წააგო და მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა ნორვეგიელი ნახევარმცველი მიწასთან გაასწორეს.

სოციალურ ქსელის X-ის მომხმარებლები წერენ:

@joojobryte: „მარტინი ძლიერი მენტალიტეტის ყველაზე გამოფიტული მოთამაშეა“

@aliladiere: „უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსენალის ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი ღარიბი იყოს. თუ რამე ხდება უნდა გვითხრან, რადგან ეს კატეგორიულად მიუღებელია“

@EideballHater99: „დღეს ოდეგორი პასს მხოლოდ 5 მეტრის დაშორებით მყოფ საკას უკეთებს. ამ ბიჭს არსენალისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს“

@Bxshhyy: „ოდეგორ, რატომ გეშინია ბურთის დარტყმის? გპირდები ძმაო, რომ ის არ აფეთქდება“

თავად ნორვეგიელი ნახევარმცველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს:

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბორნმუთთან თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდა. გაშვებული გოლის შემდეგ, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. უყურადღებოდ ვითამაშეთ და მეორე ტაიმი ყოვლად მიუღებელი იყო. ეს არ იყო ის, რაც გვინდოდა.“

შეგახსენებთ, რომ ოდეგორის მიმართ გულშემატკივრების გაღიზიანება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან მადრიდის რეალთან პენალტის შესრულებაზე უარი თქვა და დარტყმა ბუკაიო საკას დაუთმო.

ასევე შეგახსენებთ, არსენალს რამდენიმე დღეში პარიზში, პარი სენ ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება ელის. პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა ლონდონში 1:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი ალბათობით - ლევანდოვსკი ინტერთან ითამაშებს
მაღალი ალბათობით - ლევანდოვსკი ინტერთან ითამაშებს