ბარსელონა, ინტერი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

მაღალი ალბათობით - ლევანდოვსკი ინტერთან ითამაშებს

ბარსელონას გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. ფაბრიციო რომანო, Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ რობერტ ლევანდოვსკი ინტერთან განმეორებითი მატჩისთვის მზად იქნება და ნერაძურის შეუტევს.

პოლონელმა თავდამსხმელმა დაზიანება ვიგოს სელტასთან მატჩის დროს მიიღო, რის გამოც 4 შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის მადრიდის რეალთან კოპა დელ რეის ფინალი და ინტერთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი.

მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, ბლაუგრანამ დიდებულად ითამაშა, ლა ლიგაში ორივე მატჩი მოიგო და სამეფო კლუბი ფინალში დაამარცხა. ნერაძურისთან კი ფრეს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ინტერისა და ბარსელონას განმეორებითი შეხვედრა 6 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ბარკოლას შეძენას განიხილავს
ბარსელონა ბარკოლას შეძენას განიხილავს