ბარსელონა, ინტერი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

ლაუტაროს გარეშე ბარსასთან - კაპიტანი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ბარსელონამ ინტერს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ყველაფერი მილანში გადაწყდება.

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება ნერაძურის ბანაკიდან. როგორც ირკვევა, ლაუტარო მარტინესმა პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

ინტერის კაპიტანს ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რაც მძიმე ტრავმა არ არის, თუმცა არც იმდენად ადვილი მდგომარეობაა, რომ განმეორებით თამაშამდე მისი გამოჯანმრთელება მოესწროს.

ცნობისთვის, არგენტინელი თავდამსხმელი დიდებულ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ინტერისა და ბარსელონა განმეორებითი დაპირისპირება 6 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები