ინგლისი
Aa
Aa

ინგლისის ნაკრების მორიგი პრობლემა | ტორნადოს მოლოდინის გაფრთხილება მიიღეს

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მოსამზადებელი პერიოდისას კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. საწვრთნელი ინვენტარის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ, რომელიც „სამ ლომს“ მოპარეს, ახალ პრობლემად მეტეოროლოგიური პირობები იქცა.

The Athletic-ის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათის შემდეგ, ინგლისის დელეგაციის წევრებმა ტელეფონებზე აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურისგან გამოგზავნილი ავტომატური შეტყობინებები მიიღეს. ინგლისელები ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს: „შეაფარეთ თავი მყარ შენობას და იყავით ფანჯრებისგან მოშორებით“. არსებობდა ვარაუდი, რომ ქარის სიჩქარე საათში დაახლოებით 130 კილომეტრს მიაღწევდა.

საღამოს 8:30 საათის შემდეგ ჯონსონის ოლქში (კანზასის შტატი), სადაც ინგლისის ნაკრები ბინადრობს, საფრთხის დონე „ტორნადოს შესაძლო მოლოდინამდე“ გაიზარდა, ხოლო უფრო მკაცრი, „ტორნადოს მოლოდინის შესახებ გაფრთხილება“ გამოცხადდა ჯექსონის ოლქში — სწორედ იქ მდებარეობს „სამი ლომის“ სავარჯიშო ბაზა, სადაც მათ შაბათს ნაშუადღევს პირველი ვარჯიში ჩაატარეს. მოგვიანებით ტორნადოც დაფიქსირდა, თუმცა ქალაქის ფარგლებს გარეთ.

ინგლისის ნაკრების სასტუმრო და სავარჯიშო მოედანი სტიქიის ყველაზე მძიმე დარტყმას გადაურჩა, თუმცა ტელეკომპანია Fox-ის ეთერი, რომელიც შოტლანდიისა და ჰაიტის მატჩს გადასცემდა და რომელსაც ინგლისის ბანაკში ბევრი უყურებდა, ამინდის შესახებ პირდაპირი რეპორტაჟით ჩანაცვლდა.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა და ისინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. თუმცა, ვინაიდან შაბათს გვიან ღამით სტიქიამ გადაიარა, ინგლისის ნაკრები მაინც გეგმავს, კვირას ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე