ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

წაუგებელი სერია და პირველი ქულა | ბრაზილია-მაროკოს საინტერესო ფაქტები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილიის ნაკრები, ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში მაროკოს დაუპირისპირდა. კარლო ანჩელოტის გუნდი ქულას დასჯერდა და მატჩი ფრედ — 1:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა. ბრაიმ დიასის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ისმაელ საიბარი ალისონ ბეკერთან პირისპირ დარჩა და მას ბურთი თავზე გადაუგდო. „სელესაომ“ წონასწორობა 32-ე წუთზე აღადგინა და მაროკოს კარი ვინისიუს ჟუნიორმა აიღო.

ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატების ბოლო 21 პირველი მატჩიდან, 1938 წლიდან მოყოლებული, არც ერთი არ წაუგია (17 მოგება, 4 ფრე). ეს სარეკორდო მაჩვენებელია, მეორე ადგილს კი გერმანია და ნიდერლანდები იყოფენ (9-9 წაუგებელი მატჩი). ბოლოს ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 1934 წელს, ესპანეთთან წააგო.

მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატების ეგიდით, პირველი ქულა მოიპოვა და პირველი გოლი გაიტანა სამხრეთამერიკული გუნდის წინააღმდეგ (მანამდე მათ ორივე შეხვედრა 0:3 ჰქონდათ წაგებული — პერუსთან 1970 წელს და ბრაზილიასთან 1998 წელს).

1966 წლის შემდეგ მაროკო მეორე ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიის წინააღმდეგ, საწყის 10 წუთში, მეტოქის კარისკენ 5-ჯერ დაარტყა. ბოლოს ეს 1966 წელს, პორტუგალიამ გააკეთა.

ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრებში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. ბრაზილიას მანამდე მოგებული ჰქონდა ყველა (რვავე) მატჩი, რომლებშიც „ვინიმ“ შეაგდო, ეს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე