მორიგი ინციდენტი საფრანგეთში - კორტზე გოგონა შეიჭრა და ბადეზე თავი მიიბა
Aa
Aa

მორიგი ინციდენტი საფრანგეთში - კორტზე გოგონა შეიჭრა და ბადეზე თავი მიიბა

საფრანგეთი სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და ამჯერადაც, უარყოფითი მიზეზის გამო. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ინციდენტი „როლან გაროსის“ ნახევარფინალში მოხდა, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას კასპერ რუდი და მარინ ჩილიჩი არკვევენ.

მესამე სეტში, როცა ანგარიში 4:1 იყო რუდის სასარგებლოდ, კორტზე გოგონა შეიჭრა, რომელმაც ბადეზე თავი მიიბა. ჯერჯერობით უცნობია, მისი პროტესტი რამ განაპირობა, მაგრამ მის მაისურზე ასეთი წარწერა იყო გამოსახული: „ჩვენ 1028 დღე დაგვრჩა“.

ინციდენტის გამო, თამაში შეწყდა და ჩოგბურთელებმა კორტი დატოვეს. „როლან გაროსის“ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გოგონა კორტიდან უკვე გაიყვანეს და მატჩი ახლახან გაგრძელდა. სხვათა შორის, ქომაგთა აზრით, ინციდენტის ავტორი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთი ნახევარფინალი უკვე გაიმართა რაფაელ ნადალმა ალექსანდრ ზვერევს სძლია, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და მეორე სეტში შეხვედრის შეწყვეტა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო არიან - ბულგარეთის ნაკრებში პრობლემებია
მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო არიან - ბულგარეთის ნაკრებში პრობლემებია