ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, თბილისის გრანდ სლემი 2022, გიორგი თუთაშვილი, ირაკლი კუპატაძე
Aa
Aa

ბილოდიდი დამარცხებულია: ლიპარტელიანმა უკრაინელს შიდოებით სძლია

ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა 13-წუთიან დაპირისპირებაში უკრაინელი დარია ბილოდიდი შიდოებით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.

გიორგი თუთაშვილმა (- 66 კგ.) პირველ ეტაპზე რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ სამი შიდოთი დაამარცხა. ანალოგიურად, 1/8-ფინალში ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინსთან შეხვედრა შიდოებით მოიგო და 1/4-ფინალშია.

ირაკლი კუპატაძემ (-60) იპონით ავსტრიელ ლეუტგების აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მარიამ მახარაშვილმა (- 52 კგ.) საუდის არაბეთის წარმომადგენელ ჰასაჰ ალმელაიკს სძლია, თუმცა 1/8-ფინალში ამერიკელ ამჟელიკა დელგადოსთან დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილმა ( - 66 კგ.) ყაზახ შაიახმეტოვს შიდოებით სძლია და 1/4-ფინალში იასპარეზებს. მერვედფინალში ლაშა ნადირაძემ (-66 კგ.) იაპონელ რიომა ტანაკასთან შეხვედრა დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

საბა კაპანაძე (-66), მარიამ ლაფაჩიშვილი (-520 და გვანცა მჭედლიშილი (-57) ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის გრანდ სლემი 2022 | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
თბილისის გრანდ სლემი 2022 | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია