რომა, კონფერენს ლიგა, ფეიენოორდი
Aa
Aa

მოურინიომ მორიგი ისტორია დაწერა - რომა კონფერენს ლიგის ჩემპიონია

კონფერენს ლიგის პირველ და ისტორიულ ფინალში ერთმანეთს „რომა“ და „ფეიენოორდი“ დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ გამარჯვება რომაელსებს დარჩათ - ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1:0 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გახსნა.

უპირატესობას ჯამში როტერდამელები ფლობდნენ და სტატისტიკაც მათ მხარეს იყო, თუმცა „რომამ“ თამაშის ჩაკეტვა შეძლო და დასახულ მიზანს მიაღწია.

ამრიგად, ჟოზე მოურინიომ კარიერაში თავისი 5 ევროპული ფინალიდან ხუთივეს მოგება შეძლო.

საინტერესო ფაქტები

ძანიოლო (22 წლისა და 327 დღის) ალესანდრო დელ პიეროს (22 წლისა და 200 დღის) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროთასის ფინალში გატანა შეძლო.

ბოლოს, როცა იტალიურმა კლუბმა ევროტურნირი მოიგო - ეს ჟოზე მოურინიოს „ინტერმა“ გააკეთა. ამჯერადაც, თასი იტალიაში „განსაკუთრებულმა“ დააბრუნა.

ჟოზე მოურინიო ჯოვანი ტრაპატონის შემეგ, ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც ჯერ უეფას თასი მოიგო, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ ევროპის ლიგა (სახეცვლილი უეფას თასი) და ამჯერად კონფერენს ლიგაც.

„რომამ“ ევროთასის მოგება ისტორიაში პირველად შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ცდილობს საუკეთესოდ დაასრულოს თავისი თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში" - იტალიური პრესა ხვიჩაზე