გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

წინადადება არ ყოფილა, დისკუსია საწყის ეტაპზეა - Mirror-ი მამარდაშვილზე წერს

AS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერის“ რადარზე მოექცა, Mirror-ი გამოეხმაურა. ბრიტანულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა და „წითელი ეშმაკების“ გეგმებსა და სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა.

„მანჩესტერ იუნაიტედი პაუ ტორესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იგი ერთ-ერთი ფეხბურთელი იქნება, რომელსაც წითელი ეშმაკები ზაფხულში გაიფორმებენ. ტორესის გარდა, მანჩესტერმა სატელეფონო ზარი გიორგი მამარდაშვილთანაც განახორციელა და დაინტერესდა მისი შეძენა შესაძლებელია თუ არა და მის სანაცვლოდ ვალენსია რამდენს ითხოვს.

ქართველ ფეხბურთელს ჩესთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლუბს კოპა დელ რეის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ამბობენ, რომ ვალენსია მზადაა, დაახლოებით 15 მილიონი ევროს ოდენობის წინადადება განიხილოს და კლუბის ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, ჩე თანახმაა, ზაფხულში ფეხბურთელები გაყიდოს, ქართველი მეკარე კი შესაძლოა, ერთ-ერთი აქტივი იყოს, თუმცა მანჩესტერს ვალენსიასთვის სერიოზული წინადადებით არ მიუმართავს და დისკუსია საწყის ეტაპზეა, რათა შეფასდეს ხელფასთან დაკავშირებით გიორგის მოთხოვნები და აქვს თუ არა ჩეს ქართველი მეკარის გაყიდვის სურვილი, რომელსაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა“, - წერს Mirror-ი.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“