ბოსტონმა ბატლერი ვერ გააჩერა - მაიამიმ პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო
Aa
Aa

ბოსტონმა ბატლერი ვერ გააჩერა - მაიამიმ პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა „მაიამი ჰიტის“ ტრიუმფით დასრულდა. ფლორიდელები საკადრო პრობლემების მქონე „ბოსტონ სელტიქსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 118:107 სძლიეს.

„ბოსტონმა“ პირველი შეხვედრა ორი ლიდერის გარეშე ჩაატარა. მარკუს სმარტი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, ალ ჰორფორდი კი - კოვიდ-პროტოკოლში მოხვდა. სმარტისა და ჰორფორდის არყოფნის მიუხედავად, „სელტიქსმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა. აი, მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა. „მაიამიმ“ მესამე მეოთხედი 39:14 მოიგო და კომფორტული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

ფლორიდელებს ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელსაც 41 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება ჰქონდა. ბატლერმა მიმდინარე პლეიოფში მე-3 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა და მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს. ამასთან, იგი ერთადერთია, რომელიც მიმდინარე პლეიოფში საშუალოდ 25 ქულას ისე აგროვებს, რომ პარკეტიდან მინიმუმ 50 პროცენტით უტევს. ჯიმის გარდა, 18 ქულით ტაილერ ჰირო გამოირჩა, გეიბ ვინსენტს კი 17 ქულა ჰქონდა. „ბოსტონის“ მხრიდან 29 ქულით თავი ჯეისონ ტეიტუმი გამოიჩინა. ჯეილენ ბრაუნს 24 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ხოლო რობერტ უილიამსმა და პეიტონ პრიჩარდმა 18-18 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „მაიამი“ სერიას 1:0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას კვლავინდებურად საკუთარ კედლებში გამართავს. მეორე მატჩი 20 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში - ბერუაშვილი ლისაბონში 1 თვეში ჩავა
18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში - ბერუაშვილი ლისაბონში 1 თვეში ჩავა