გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინმა 3 წამით ადრე ჩააგდო და თავისი ყოფილი გუნდი გააგდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ქართველის ყოფილ გუნდს „ანდორას“ 77:75 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ბოლო წამზე შერმადინის ჩაგდებული ორქულიანით „ანდორა“ დამარცხდა და ლიგა ენდესადან გავარდა.

შეხვედრის დასრულებამდე 3.3 წამით ადრე „ტენერიფემ“ შეუტია და ბურთი შერმადინამდე მივიდა, ქართველმა ცენტრმა ლამაზი მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტი ორქულიანი გაუშვა.

რაც შეეხება უშუალოდ შერმადინის სრულ მონაგარს, გიომ პარკერზე 23:27 წუთი დაყო, 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა გაიფორმა. „ტენერიფემ“ სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ქართველი ცენტრი ამ მხრივ თავის გუნდში საუკეთესო იყო.

პლეი-ოფში „ტენერიფეს“ მეტოქე მე-4 ადგილზე გასული „ხუვენტუტი“ იქნება. შეხვედრები 24 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გიგანტი ქართველის შემდეგ მეორე არჩევანია" - სილესენი ვალენსიას დატოვებს