Marca-ს საინტერესო ვერსია - რა სურს რეალურად რონალდუს?
Aa
Aa

Marca-ს საინტერესო ვერსია - რა სურს რეალურად რონალდუს?

"რეალიდან", კრიშტიანო რონალდუს შესაძლო წასვლის თაობაზე, ბოლო რამდენიმე დღეა საუბრები არ წყდება.

პორტუგალიური A Bola და ინგლისური Sky Sports-ი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილოა გუნდის მისდამი დამოკიდებულებით. საუბარია, პროკურატურის ბრალდებაზე, რომელიც რონალდუს გადასახადების დამალვას ედავება. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდი არასაკმარისად ცდილობს მის დაცვას.

დღეს კი, მადრიდულმა Marca-მ საინტერესო მოსაზრება წარმოგვიდგინა. გავლენიანი ესპანური გაზეთი წერს, რომ "რეალის" ფეხბურთელების აზრით, ეს ყველაფერი გამოგონილი მიზეზია და მეტი არაფერი. კრიშტიანო ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებს, რომ კლუბმა, მას ხელფასი გაუზარდოს. ხოლო, როცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება, რონალდუ მაშინვე შეწყვეტს საუბარს, მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

რონალდუს ირგვლივ, ასეთი რამ ადრეც მოხდა. 2012 წელს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი მოწყენილია და თავს ბედნიერად არ გრძნობს. ამის შემდეგ, მას კონტრაქტის პირობები გაუუმჯობესეს და სიტუაციაც ჩაწყნარდა.

"რეალის" შვიდიანის თავის რიგებში ხილვით, რამდენიმე ევროგრანდია დაინტერესებული. მათ შორის, გამოკვეთილად აქტიურობენ "მანჩეტერ იუნაიტედი", "პსჟ" და "მილანი".

მსგავსი სიახლეები