ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

ფერგიუსონის შედეგი გაიმეორა - კლოპის რეკორდები ლივერპულში

„ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის“ მოუგო და ინგლისის ლიგის თასის შემდეგ, სეზონში მეორე ტიტული გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ, იურგენ კლოპი გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც მოიგო პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ასოციაციის თასი.

კლოპი ასევე გახდა ისტორიაში მეორე მწვრთნელი, რომელმაც ყველა ეს ტიტული მოიგო ერთ ინგლისურ კლუბთან ერთად. პირველად ეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა.

ასევე აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად უკვე მე-6 თასი მოიგო.

კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო პრემიერ ლიგა (2020 წელს), ჩემპიონთა ლიგა (2019 წელს), უეფას სუპერთასი 2019, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2019) და უკვე წელს ინგლისის ორივე თასს დაეუფლა.

საერთო ჯამში, ეს გერმანელი სპეციალისტის მე-11 ტიტულია. მანამდე მან ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი „დორტმუნდის ბორუსიასთან“ ერთად, ასევე ერთხელ მოიგო გერმანიის თასი.

„მერსისაიდელები“ 2006 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებულები.

მხოლოდ ორმა კლუბმა მოიგო ხსენებული ტურნირი უფრო მეტჯერ, ვიდრე „წითლებმა“: „არსენალი“ (14-ჯერ) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (12). „ჩელსის“ და „ტოტენჰემს“ 8 ტიტული აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ „ჩელსიმ“ გაიმეორა ქვეყნის ანტირეკორდი FA თასის ფინალში დამარცხებით - ახლა უკვე მათ ანგარიშზე 8 მარცხია. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ევერტონსაც“ იგივე მაჩვენებლები აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"რა თქმა უნდა ფინალში ვითამაშებ" - სალაჰის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა