პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

გუარდიოლა: ის, რისთვისაც მანჩესტერ სიტიში მოვედით, უკვე გაკეთებულია

პეპ გუარდიოლა წელს „მანჩესტერ სიტისთან“ ახალ კონტრაქტზე საუბარს არ გეგმავს. ესპანელი თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის.

„კონტრაქტს თუ გავაგრძელებ, ეს მომავალი სეზონის ბოლოს მოხდება. ეს უფრო ადრე ნამდვილად არ მოხდება. მრავალი წელი გავიდა, საჭირო იქნება შევაფასოთ, როგორ ვიგრძნობთ თავს მე და გუნდი ერთად. კიდევ 10 წელი დავრჩებოდი, მაგრამ დრო სჭირდება იმის გასაგებად, რა სიტუაცია იქნება“.

- მათ თქვეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებაზე მომავლის შესახებ.

„ეს სულაც არ არის სიმართლე. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად ვიბრძვით. ბარსელონაში კლუბის 7 აღზრდილით მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ამან ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვალა.

ბარსელონას შემდეგ კი მეკითხებიან: გაიმეორე, გაიმეორეო. მაგრამ ჩვენ ვიგებთ თასებს, ჩემპიონატებს და სხვა ტურნირებს. დიახ, იმედგაცრუებულები ვართ, გვინდოდა ფინალში თამაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჩემს მომავალზე გავლენას არ მოახდენს.

ის, რისთვისაც მანჩესტერ სიტიში მოვედით, უკვე გაკეთებულია“,

- განაცხადა მწვრთნელმა.

გუარდიოლას მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება. პეპი გუნდში 2016 წლიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა