იუვენტუსი, სერია ა, ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

მალე იუვენტუსის თავდადებული გულშემატკივარი გავხდები - კიელინიმ წასვლის შესახებ გამოაცხადა

 „იუვენტუსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯორჯო კიელინი სეზონის ბოლოს ტურინულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„კლუბში გატარებული ბოლო 10 წელი წარმოუდგენლად შთამბეჭდავი იყო. რაც შემეძლო, კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთე და იმედი მაქვს, რომ რაღაცას დავტოვებ.

ჩემს სტადიონზე უკანასკნელ მატჩს ორშაბათს გავმართავ და გულშემატკივრებსაც დავემშვიდობები. თუ ძალა მექნება ფლორენციაშიც ვითამაშებ.

ეს 100%-ით ჩემი არჩევანია და მიხარია, რომ წასვლის დროსაც ასეთ მაღალ დონეზე ვარ. დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ისეთ დროს არ მინდა კარიერის დასრულება, როდესაც მაღალ დონეზე თამაშის ძალები აღარ მექნება.

გუნდისთვის ყველა ძალა გავიღე და მალე „იუვენტუსის“ ყველაზე თავდადებული გულშემატკივარი გავხდები. კლუბში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, ამ გრძნობებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია“, - განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ 2005 წელს შეუერთდა და „ბიანკონერის“ შემადგენლობაში დღეის მონაცემებით 559 შეხვედრა ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კიელინი კლუბთან ერთად 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-5-ჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
95%-ით - დე იონგი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს
95%-ით - დე იონგი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს