Aa
Aa

"ბარსამ" მარლონის გამოსყიდვა გადაწყვიტა

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონამ“ მარლონ სანტოსის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

იგი „ნოუ კამპზე“ გასულ წელს „ფლუმინენსედან“ იჯარის წესით გადავიდა და ლა ლიგაში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამაგიეროდ „ბარსელონა B”-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და კლუბის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა.

20 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები