ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“ - თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება გრძელდება

სოციალურ ქსელებში UFC-ის ქართველი და რუსი მებრძოლების, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება გრძელდება. „ელ მატადორმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ევლოევს მიმართა.

„მოვსარ, დარწმუნდი, რომ მომდევნო ჩხუბს მოიგებ! შენ ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“.

თოფურიას სიტყვები ევლოევს უპასუხოდ არ დაუტოვებია და ილიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „დარწმუნდი, რომ წონას ჩააბარებ და ტოპ 10-ში შეხვალ, სანამ ყურადღებას მოგაქცევ რეგვენო“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევსა და თოფურიას რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილია შარლ ჟურდენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვებას აღნიშნავდა და მდინარეში გადახტა - ტრაგედია ფრანგულ რაგბში
გამარჯვებას აღნიშნავდა და მდინარეში გადახტა - ტრაგედია ფრანგულ რაგბში