ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ზედიზედ მეორე სენსაცია - ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა

მადრიდის მასტერსის 1/2-ფინალში 19 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში 6:7, 7:5, 7:6 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირის 1/16-ფინალში ბასილაშვილი დაამარცხა, შემდეგ კი ბრიტანელი კემერონ ნორისა და რაფაელ ნადალის ბარიერი დაძლია.

კარლოს ალკარასს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, კარიერის სტარტზე მსოფლიოს მე-9 ჩოგანია, მიმდინარე ტურნირზე კი ჩოგბურთის ორი გიგანტი, ფედერერი და ჯოკოვიჩი დაამარცხა, რაც უდიდესი სენსაციაა.

ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელიც მადრიდის მასტერსის ნახევარფინალსა და ფინალში გავიდა. ასევე, იგი პირველი თინეიჯერია, რომელმაც რაფას თიხაზე აჯობა.

ალკარასი ფინალში ციციპასსა და ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალური მატჩი 8 მაისს, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი დამარცხებულია - ალკარასმა რაფას თიხის საფარზე მოუგო
ნადალი დამარცხებულია - ალკარასმა რაფას თიხის საფარზე მოუგო