ფინიქს სანსი, მაიამი ჰიტი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, დალას მავერიქსი, ჯოელ ემბიდი
Aa
Aa

NBA: ემბიდი დაბრუნდა, ფილადელფიამ მაიამისთან სხვაობა შეამცირა

გამთენიისას NBA-ში პლეიოფების 2 შეხვედრა გაიმართა. „ფილადელფიასა“ და „მაიამის“ შორის ინტრიგა დაბრუნდა - ჯოელ ემბიდის დაბრუნებამ დაპირისპირება გამოაცოცხლა და „ფილამ“ 99:79 მოიგო. ანგარიში უკვე 1:2-ია.

ტრავმისგან მოულოდნელად დაბრუნებულმა ემბიდმა 38:36 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 18 ქულა და 11 მოხსნა. ლიდერის დაბრუნებამ გუნდზე აშკარად დადებითად იმოქმედა. „ფილადელფიელთა“ შორის ასევე 21 ქულით გამოირჩა დენი გრინი.

ჯეიმს ჰარდენს 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 გადაცემა ჰქონდა.

„მაიამის“ მხრიდან ჯიმი ბატლერი იყო საუკეთესო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, თუმცა გუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და „ჰიტმაც“ სერიაში პირველი მარცხი იწვნია.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „დალასმა“ შინ „ფინიქს სანსს“ 103:94 მოუგო და სერიაში ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება გაიფორმა.

ლუკა დონჩიჩმა 23 ქულა, 13 მოხსნა და 9 გადაცემა მიითვალა. ჯალენ ბრონსონს 28 ქულა ჰქონდა.

„სანსმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და ერთბაშად 5 მოთამაშეს 10 და მეტი ქულა ჰქონდა. 19 ქულა ჰქონდა კრაუდერს, ხოლო 18 ბუკერს. დეანდრე ეიტონმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა და 11 მოხსნა. კრის პოლს 12 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სერიის მე-4 შეხვედრები 8-9 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია სასარისთან განადგურდა
შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია სასარისთან განადგურდა