გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

''მასში მეტი სიცოცხლე მენატრება'' - ვალტერმა ჩაკვე გააკრიტიკა

''ჰამბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გერმანულ მედიასთან გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. ვალტერი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელში უფრო მეტი სიცოცხლე ენატრება, რაც იმას გულისხმობს, რომ მწვრთნელის აზრით კრეატიული ნახევარმცველი სათანადოდ მონდომებული არაა.

''მას ნამდვილად აქვს კარგი თვისებები. ის ისეთი აქტიური არ არის, როგორიც მე მსურს. კარგად მოქმედებს, მაგრამ მე მსურს, რომ მასში უფრო მეტ სიცოცხლეს ვხედავდი. მასში ეს მენატრება.

ის მართლაც ძალიან კარგი ბიჭია. ვცდილობ მასთან ბევრი ვისაუბრო, მაგრამ მასთან დაახლოება ცოტა ძნელია, მან უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი, ეს მისგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან სამწუხაროა, რადგან სინამდვილეში მას ძალიან ბევრი შეუძლია''.

Bild-ის ცნობით ''ჰამბურგი'' გიორგი ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის. ინფორმაცია ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ გასულ თვეში, 25 აპრილს გაავრცელა.

''ჩაკიმ'' მეორე ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა,  1 გოლი შეაგდო. ასევე, გერმანიის თასის ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე