რონალდუს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
Aa
Aa

რონალდუს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

მადრიდის პროკურატურამ კრიშტიანუ რონალდუს, გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით, ბრალი წაუყენა. 

პორტუგალიელს ბრალად 2011-2014 წლებში ჯამში 14.8 მილიონი ევროს დამალვა ედება. 

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა სპორტსმენმა, ვირჯინის კუნძულებსა და ირლანდიაში დაფუძნებულ კომპანიებს თანხა გადაურიცხა, ხოლო საგადასახადოს პროცენტის დაფარვას თავი აარიდა.

შეგახსენებთ, რომ იგივე ბრალდება ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოსაც წაუყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები